აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"2015 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 21 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.950 პროცენტით, მაქსიმალური 11.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.200 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.