სოფელ კარდენახში "ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრი გაქურდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში "ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გატეხილია სეიფი, რომელშიც 11 ათას ლარამდე თანხა ინახებოდა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ამის შესახებ კი მათ დღეს დილით შეიტყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.