ოთარ დანელიას ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებიდან ათეული ტონა ციტრუსის მოთხოვნაა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, დსთ-ის ქვეყნებიდან ათეული ტონა ციტრუსის მოთხოვნაა. ამის შესახებ დანელიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა პრემიერის კითხვას, არის თუ არა ციტრუსის მოსავალზე ინფორმაცია. როგორც დანელიამ აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, გაცილებით მეტი მოსავალია, ვიდრე ეს შარშან იყო.  "ჩვენი ჯგუფი ამ კვირის მიწურულს აპირებს ჩასვლას ადგილებზე და უკვე კონკრეტულად შეეცდება შესწავლას. ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაციები, ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ათეული ტონის მოთხოვნა არის დსთ-ს ქვეყნებიდან", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, გაკეთდება შტაბი, რომელიც იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში.