ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში "2015 წლის რიგით მეოთხე საქართველო-ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა" გაიმართება

"აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, 14-16 ოქტომბერს, თბილისში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში, "2015 წლის რიგით მეოთხე საქართველო-ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა" გაიმართება.

"ჰუალინგ ჯგუფის" ინფორმაციით,  გამოფენაში მონაწილეობას იღებენ სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის, შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300-მდე ბიზნესმენი. მათივე ცნობით, 2015 წლის რიგით მეოთხე ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა წარმოდგენილი პროდუქციის ნაირსახეობის სიმრავლით.  როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

16 ოქტომბერს, გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში კომპანიებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრებში, თბილისში, პარლამენტის შენობის "ა" კორპუსში, 13:30-18:00 საათამდე.

გამოფენის გახსნის თარიღი: 2015 წლის 14 ოქტომბერი, 17:00 საათი.