ბილ გეითსის ათი რჩევა მომავალ თაობას

უფროსკლასელებთან შეხვედრისას ბილ გეითსმა მოზარდებს გაანდო ათი რჩევა, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლიან და რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ცხოვრებაში.

1. ცხოვრება უსამართლოა, შეეგუეთ ამ ფაქტს.

2. სამყაროს ფეხზე კიდია თქვენი თავმოყვარეობა. სამყარო თქვენგან რაიმე სახის მიღწევებს ელოდება, სანამ თქვენს თავმოყვარეობას გაითვალისწინებდეს.

3. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე 40 000-ს გადაგიხდიან წელიწადში. თქვენ არ გახდებით კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ლიმუზინით და პირადი მძღოლით, სანამ ამას არ დაიმსახურებთ.

4. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მასწავლებელი მკაცრი და მომთხოვნია, დაიცადეთ, სანამ თქვენს მომავალ ბოსს გაიცნობთ. მასწავლებლისგან განსხვავებით, ბოსის კარიერა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უმკლავდებით თქვენ საქმეებს.

5. ფასტ ფუდ რესტორანში ბურგერების კეთება ღირსებას არ გართმევთ. თქვენი წინაპრები ასეთ სამუშაოს ”კარგ შანსს” დაარქმევდნენ.

6. ნუ დააბრალებთ ყველა თქვენს წარუმატებლობას მშობლებს. არ იწუწუნოთ საკუთარი შეცდომების გამო, გაკვეთილი მიიღეთ მათგან.

7. სკოლაში და უნივერსიტეტში გამარჯვებულებად და დამარცხებულებად არ იყოფიან მოსწავლეები. ცხოვრებაში კი პირიქითაა.

8. ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, მასში არაა საზაფხულო არდადეგები და ძალიან ცოტა დამსაქმებელია დაინტერესებული იმით, რომ საკუთარი ”მე” გაპოვნინოთ. მოგიწევთ ეს ყველაფერი თავისუფალ დროს აკეთოთ.

9. ნუ აურევთ რეალურ ცხოვრებას ტელევიზორში ნანახთან.

10. კარგი ურთიერთობა გქონდეთ ”სათვალიან ბოტანიკოსებთან”, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი ოდესმე თქვენი უფროსი იქნება.