დღეს სასტუმრო HoTels & preferens hualing Tbilisi გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს პრემიუმ-კლასის სასტუმრო HoTels & preferens hualing Tbilisi-ს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის ზღვასთან მდებარე, საერთაშორისო ბრენდის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს - HoTels & preferens hualing Tbilisi-ს აქვს 246 ნომერი, რეკრეაციულ ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით. სასტუმროს საქართველოში ყველაზე დიდი 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი აქვს. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.

სასტუმრო HoTels & preferensis პირველი ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. აღნიშნული კომპანია 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა და დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 150 სასტუმროს ფლობს.