აზერბაიჯანულ სანავიგაციო პროგრამას საქართველო დაემატა

აზერბაიჯანული ახალი სანავიგაციო პროგრამა YollarPRO საქართველოს სანავიგაციო რუკებს შეიცავს. აღნიშნული GPS პროგრამა აზერბაიჯანულმა IT-კომპანია „სინამმა“ შექმნა. YollarPRO-ს გამოყენებისთვის ინტერნეტი საჭირო არ არის. გარდა ამისა, თუ მეზობელი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ჩამოვა, მას სისტემაში შესვლისთვის როუმინგი არ დასჭირდება.

ახალი GPS პროგრამის გამოყენება სმარტფონებსა და ტაბლეტებშია შესაძლებელი. მარშრუტის დაგეგმვისას, მომხმარებელი ყველაზე თანამედროვე საავტომობილო და საფეხმავლო მარშრუტებს გამოიყენებს. YollarPRO-ს კიდევ ერთი ფუნქცია „ლაივ ტრაფიკი“ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გზებზე არსებული საცობები რეალური დროის რეჟიმში გააკონტროლოს.

სანავიგაციო პროგრამა შეიცავს ინფორმაციას 1 105 850 ობიექტზე, ასევე გზებისა და ქუჩების 949 კილომეტრზე.