სტიქიით დაზარალებულ ბორჯომის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო

ბორჯომში, ივნისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები სოფლებში - საკირეში, დგვარსა და ტაძრისში - მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, დამცავი გაბიონი მოეწყობა დგვარიდან ტაძრისამდე, ტაძრისში გადასასვლელ ხიდთან კი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და გაბიონები აშენდება. პროექტის ფარგლებში ყველა დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

2015 წლის 11 ივნისს ძლიერმა წვიმამ და ქარმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები – საკირე, ტაძრისი და დვირი დააზარალა.