შვედეთი უარს იტყვის ნავთობისა და გაზის მოხმარებაზე

შვედეთი მზად არის, გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც სრულად იტყვის უარს ნავთობსა და გაზზე.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტეფან ლოფენის განცხადებით, ბავშვები არატოქსიკურ გარემოში უნდა გაიზარდონ.

„სახიფათო ნივთიერებებისგან გათავისუფლება და იდეა, რომ გარემოს დაბინძურებისთვის დამნაშავე უნდა დაისაჯოს - ჩვენი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა შვდეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა განიხილოს ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს 1 მილიარდი დოლარის ხარჯებს და ეს ხარჯები მიმართული უნდა იყოს ქარის ელექტროსადგურებსა და მზის პანელებზე.

შვედეთი ასევე გეგმავს დამატებითი სახსრები გამოყოს ელექტროენერგიის საცავების შექმნასა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შესაძენად.

სახელმწიფო დაეხმარება ყველას, ვინც საკუთარი სახლის ენერგოეფექტურად გარდაქმნის სურვილს გამოთქვამს.

გარდა ამისა, შვედეთის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ხარჯები, რომელიც ქვეყნის გარეთ ეკოლოგიური პროექტების რეალიზაციისთვის გამოიყოფა.

ამჟამად შვედეთი ორი-მესამედი ალტერნატიული ენერგეტიკით უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნებს.