თბილისში საბავშვო ბაღების აღდგენა მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 2 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე 132-ე საბავშვო ბაღი დაიწყებს მუშაობას.  შენობაში რამდენიმე თვის წინ სარემონტო სამუშაოები დაიწყო და აღსაზრდელთა სამი ჯგუფი შეიქმნა.  132-ე საბავშვო ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია მოხდება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://kids.org.ge/

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები კიდევ ორ დახურულ ბაგა-ბაღში მიმდინარეობს, კრწანისის რაიონში N206 ბაგა-ბაღში და 109-ე ბაგა-ბაღის დახურულ ფლიგელში, სადაც უახლოეს მომავალში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება.