სინძიანის უიგურთა ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი მიიჩნევს, რომ აბრეშუმის გზა გახდება ვაჭრობის, მეცნიერების ხელშეწყობის გზა

აბრეშუმის გზა, ეს არის ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც ბევრ ახალ შესაძლებლობებს უქმნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ, - ამის შესახებ ჩინეთის სინძიანის უიგურთა ავტონომიური რეგიონის გუბერნატორმა შუქრათ ზაქირმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.  მისი თქმით, დღევანდელი ფორუმის მიზანი არის ის, რომ მოხდეს მსჯელობა აბრეშუმის გზის პოტენციალის ათვისების შესაძლებლობებზე.

"მე წარმოვადგენ ჩინეთის მხარეს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ასევე მადლობა საქართველოს მთავრობას და ჩემს ჩინელ კოლეგებს, მათი დიდი მუშაობისათვის, რაც მათ გაწიეს რომ ეს ფორუმი ჩატარებულიყო. აბრეშუმის გზა არის უძველესი გზა და დღევანდელ სამყაროში ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყველამ დამატებითი სარგებელი მივიღოთ და მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის პოტენციალის შემდგომი გაძლიერება, სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები. აბრეშუმის გზა ეს არის ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც ბევრ ახალ შესაძლებლობებს უქმნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ. რაც შეეხება ჩვენს ოლქს, ეს არის პროვინცია ჩინეთში, რომელიც არის ყველაზე დიდი თავის ტერიტორიით. სინძიანის საზღვარი არის 560 ათასი კილომეტრი, გარდა ამისა, ეს არის პროვინცია, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან და 4 საათია პეკინიდან თბილისამდე, სინძიანის რაც შეეხება, 2 საათის საფრენზეა. რაც შეეხება სახმელეთო გზას ეს არის ნახევარი იმ მოცულობის გზისა, ვიდრე პეკინიდან რომ დავითვალოთ კილომეტრები", - განაცხადა შუქრათ ზაქირმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას, ის ბოლო პერიოდში გააქტიურდა.  "ჩვენ ბევრი მასშტაბური პროექტი უკვე განვახორციელეთ, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას. ჩინეთი ეს არის ძირითადი მამოძრავებელი აბრეშუმის გზის პროექტის გაფართოებისა და განვითარებისა, ეს ჩვენი ოლქისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა. სინძიანის აქვს ბევრი მინერალური რესურსები, გარდა ამისა, ტურისტული თვალსაზრისით გააჩნია დიდი პოტენციალი. ჩვენ კულტურული თვალსაზრისითაც მაღალ ინტერესს ვიჩენთ და ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ აქტიურად ვიღებდეთ მონაწილეობას აბრეშუმის გზის პროექტში. ეს არის უპრეცედენტო, ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვაჭრობას შეეწყოს ხელი, ლოჯისტიკა იყოს კარგად ფუნქციონირებადი და აბრეშუმის გზა გახდება ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების ხელშეწყობის გზა. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შუქრათ ზაქირმა.

მისი თქმით, "აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილსიში ტარდება არის მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც იძლევა თანამშრომლობის შემდომი განვითარების შესაძლებლობას.  "მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად ინტენსიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც იქნება ღიაობის პრინციპით, უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინება მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნებთან. ეს არის შესანიშნავი ინიციატივა", - აღნიშნა შუქრათ ზაქირმა.