"გალტ & თაგარტი" საქართველოში 2015 წელს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა

სს "გალტ & თაგარტი" International Finance Magazine-ის მიერ საქართველოში 2015 წელს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, "გალტ & თაგარტმა" International Finance Magazine-ის (IFM) ჯილდოს მიღების თაობაზე 15 ოქტომბერს განაცხადა.  საქართველოს ბანკის ინფორმაციით, IFM-ის ჯილდო საერთაშორისო ფინანსების სფეროს კერძო პირებსა და ორგანიზაციებს გადაეცემა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.  "წელს, "გალტ & თაგარტი" აქტიურად მუშაობდა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო ქართულ კომპანიებთან. "გალტ & თაგარტი" გახლდათ EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების ერთადერთი განმთავსებელი. კომპანიის მიერ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ასევე წარმატებით იქნა განთავსებული ისეთი კომპანიების კორპორაციული ობლიგაციები, როგორებიცაა: "m2 უძრავი ქონება", "Evex"-ი და "GWP"-ი.  "გალტ & თაგარტი" ასევე უზრუნველყოფს კორპორაციულ ფინანსებში საკონსულტაციო მომსახურებას ქართული და უცხოური კომპანიებისთვის. ხსენებული პრესტიჟული ჯილდო "გალტ & თაგარტის" კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და ინვესტიციების მართვის მომსახურების განვითარების სათავეში მყოფი კომპანიის", - აღნიშნა "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.