არსენი იაცენიუკის განცხადებით, კიევი რუსეთს სულ მცირე ტრილიონ დოლარს მოსთხოვს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, კიევი რუსეთს სულ მცირე ტრილიონ დოლარს მოსთხოვს ანექსირებული ყირიმისთვის და განადგურებული დონბასისთვის. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. იაცენიუკის თქმით, უკრაინა რუსეთთან "იურიდიული ომისთვის" ემზადება. კომპენსაციის საკითხის გარდა, სასამართლო დავა მხარეებს შორის შესაძლოა, იმის გამოც დაიწყოს, რომ მოსკოვი კიევის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს

აცხადებს.

არსენი იაცენიუკის განცხადების კომენტირებისას, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა. რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, პესკოვის თქმით, "ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა".