"ყაზტრანსგაზ-თბილისის" საკითხზე ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" საკითხზე ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ერბოლატ დოსაევმა განაცხადა.

"საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესში, შევთანხმდით ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ჩვენ მივიღებთ დელეგაციას საქართველოდან და ვისაუბრებთ, თუ როგორ მოვაგვაროთ აღნიშნული საკითხი, რა პრობლემები არსებობს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მმართველობაში და სხვა. გვსურს, რომ დადებითი შედეგები წლის ბოლომდე მივიღოთ", - განაცხადა დოსაევმა.