სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ იკლო

2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 212.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა. მათივე ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 212.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.

2015 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.8 მლნ აშშ დოლარი (33.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.9 მლნ აშშ დოლარისა (25.9 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.