Air Berlin რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

გერმანული ავიაკომპანია Air Berlin რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 18 იანვრიდან შეწყდება რეისები მოსკოვი-ბერლინის მიმართულებით, შემდგომში კი Air Berlin ავიარეისებს რუსეთის სხვა ქალაქებშიც გააუქმებს.

ბერლინი-მოსკოვის გარდა, საუბარია მოსკოვი-დიუსელდორფი და კალინინგრადი-ბერლინის მიმართულებით.

Air Berlin-ში აცხადებენ, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენების გაუქმება ავიაბილეთებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო გადაწყდა. მანამდე Air Berlin-მა შეწყვეტა ფრენები მოსკოვი-ვენისა და სანკტ პეტერბურგი-ბერლინის მიმართულებით.

ანალოგიური გადაწყვეტლება სექტემბერში ბრიტანულმა EasyJet-მაც მიიღო. რუსეთში ავიარეისების რაოდენობა გერმანულმა Lufthansa-მაც შეამცირა.