პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები პირველი ევროპული გაზსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმდნენ.
დოკუმენტს პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ენერგეტიკული კომპანიებისა და უწყებების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
გაზსადენი საშუალებას მისცემს რეგიონულ სახელმწიფოებს, რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირონ. ევროკომისიის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვებით, შეთანხმების დადება „ისტორიული მოვლენაა“.
„თქვენ ბალტიის ქვეყნების ენერგეტიკული იზოლაცია დაასრულეთ“, - განაცხადა იუნკერმა.
გაზსადენის სიგრძე 534 კილომეტრია. პროექტის თანახმად, გაზსადენი სათავეს პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში აიღებს და ლიტვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დასახლებულ პუნქტ იაშუნაიმდე გავა. პროექტის ღირებულება 558 მილიონი ევროა, აქედან 300 მილიონს ევროკავშირი გამოყოფს.