ქრთამის აღების ფაქტზე, აჯამეთის დაცული ტერიტორიის რეინჯერი დააკავეს

საქართველოს ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჯამეთის დაცული ტერიტორიის რეინჯერი, ნოე კამლაძე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ პიროვნებას, დაცულ ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ნერგების ფესვიანად ამოღების უფლების უკანონოდ მიცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.