"ტექნო ბუმი" მომხმარებლებს საშემოდგომო საჩუქარს სთავაზობს

კომპანია "ტექნო ბუმი" მომხმარებლებს საშემოდგომო საჩუქარს სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან მხოლოდ 5 დღით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მსხვილი ტექნიკა ან 50 ლარის ღირებულების ორი წვრილი ტექნიკა და მიიღოთ იღბლიანი ბარათი. "ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულ კომპანია "ტექნო ბუმში" საშემოდგომო საჩუქრების დიდი ბუმი დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან მხოლოდ 5 დღით, თითოეულ თქვენგანს გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მსხვილი ტექნიკა ან 50 ლარის ღირებულების ორი წვრილი ტექნიკა და მიიღოთ იღბლიანი ბარათი. ბარათში კი თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ღუმელი ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ჩაიდანი, უთო, მიქსერი, ღუმელი ან სხვა დასახელების ტექნიკა", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, "საშემოდგომო საჩუქრების რთველი თითოეულ მომხმარებელს აძლევს შანსს, სახლში მნიშვნელოვანი საჩუქრით დაბრუნდეს".  "სასურველი ბრენდისა და მოდელის, ნებისმიერი დასახელების ტექნიკის შეძენისას გადმოგეცემათ იღბლიანი ბარათი, მას ადგილზე გადაფხეკთ, სადაც საჩუქრის დასახელება იქნება მითითებული. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბარათში საჩუქარია. საშემოდგომო საჩუქრების რთველი და დიდი ბუმი "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება", - განმარტავენ "ტექნო ბუმში".