აზერბაიჯანული მედია თბილისთან საიდუმლო მოლაპარაკებებზე წერს

აზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა "ჰაქინი" ავრცელებს. გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე ჯავიდ ყურბანოვი საქართველოს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრნენ. "აღსანიშნავია, რომ მეზობელ სახელმწიფოში აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების დაგეგმილ ვიზიტზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. შარიფოვისა და ყურბანოვის ვიზიტზე ცნობილი გახდა სახელმწიფო სააგენტო "აზერტაჯის" მწირე ინფორმაციიდან, რომლის მიხედვითაც, ჩინოვნიკებმა თბილისში გეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს", - წერს "ჰაქინი".

სტატიის ავტორის თქმით, უცნობია აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ვიზიტის მიზანიც. "თუმცა, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ აზერბაიჯანულმა დელეგაციამ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს მთელი რიგი პრობლემები უნდა მოაგვაროს. პირველ რიგში, ეს არის გაზის ომი ქართული ბაზრისთვის, საიდანაც "გაზპრომი" "სოკარის" განდევნას ცდილობს. ამასთანავე, დელეგაციაში "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარეობის მონაწილეობა შეიძლება ავხსნათ იმ პრობლემებით, რომლებიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანას", - წერს გამოცემა.