საუკეთესო სივრცე Time Lord-სთვის

31 ოქტომბერს თბილისში "დროის მეფედ" აღიარებული - დევიდ ალენის მასტერკლასი გაიმართება. იგი მსოფლიო „ბესთ სელერისა“ და ამავე სახელწოდების მეთოდოლოგიის - Getting Things Done -ის ავტორია. ორგანიზატორები ბევრს მსჯელობდნენ ღონისძიების გასამართ ადგილთან დაკავშირებით და ბოლოს ახალგახსნილ სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისზე“ შეჩერდნენ. იმის გასაგებად კი, რამ გამოიწვია საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ წარმომადგენლების სასტუმროთი განსაკუთრებული დაინტერესება, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნინო ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით.

- თბილისში ყველაზე დიდი ღონისძიებათა დარბაზი 5* სასტუმროს „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს“ ეკუთვნის. ბალრუმი 800 მ2-ს უტოლდება და ყველა იმ ტექნიკური აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი, რაც აუცილებელია მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად. „ჰუალინგ ბალრუმის“ დიდი სივრცის წყალობით, დევიდ ალენის მასტერკლასი 3 დიდ ეკრანზე იქნება გაშუქებული. დამსწრეები 32 დიდი მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდებიან და სპიკერის საუბარს სინქრონული თარგმანის მეშვეობით მოისმენენ.

მასტერკლასი 09:30-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. შუალედებში მსმენელებს სასტუმრო გაუმასპინძლდება 2 ყავა-შესვენებით და გემრიელი ლანჩით, რომელსაც სასტუმროს ახალი შეფ-მზარეული ფრანგი ფრენკ ვალა საგულდაგულოდ მოამზადებს.

„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ფრანგული საერთაშორისო ბრენდის „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომლის ოფიციალურად წარდგენის უფლებაც ჩინურ კომპანია „Hualing“ ჯგუფს ეკუთვნის. თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული ბიზნესკლასის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის.

5* „ჰოთელს & პრეფერენსმა“ ივლისიდან დაიწყო სტუმრების მიღება. 246-ნომრიანი სასტუმროს ოთახები თანამედროვე დიზაინის მქონეა. აქ ყველაზე მცირე ზომის სტანდარტული ნომერი 39 მ2-ს უტოლდება. პრეზიდენტ სუიტი კი 159მ2 სივრცისაა. დიდი და კომფორტული ოთახების გარდა, სასტუმრო თავის კლიენტებს სთავაზობს სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანს „Be CHIC“, აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულოთი, ჩინურ რესტორანს „ENSEMBLE” აუთენტური ჩინური კერძებით და ლობი ლაუნჯს „Be COSY” უგემრიელესი სასმელების ფართო არჩევანით.