დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუ რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პროცესი იქნება გამჭვირვალე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, პროცესი იქნება გამჭვირვალე.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით რამდენიმე ჩინური კომპანიაა დაინტერესებული. "ღრმად ვარ დარწმუნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, რომ აღნიშნული იყოს გამჭვირვალედ და ინტერესთა გამოხატვის მეშვეობით გაკეთებული. ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ვიღებთ, ვიღებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის; ჩვენ უნდა დავინახოთ ძალიან ცხადად, რომ ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ინტერესი დაფიქსირებულია და უნდა გამოავლინონ საუკეთესო.