"ყაზტრანსოილმა" ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი კომპანიის - Batumi Terminals Limited-ის ლიკვიდირება გადაწყვიტა

ყაზახურმა კომპანია "ყაზტრანსოილმა" ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელი კომპანიის - Batumi Terminals Limited-ის ლიკვიდირება გადაწყვიტა.

ყაზახეთის საფონდო ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ყაზტრანსოილის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შვილობილი კომპანიის ლიკვიდირებით კომპანია Anna Grigorieva & Co LLC დაკავდება. "ყაზტრანსოილი" კომპანია Batumi Terminals Limited-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია.