ქუთაისში ახალი სასტუმრო შენდება

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების ევროპული ტიპის სასტუმრო შენდება. სასტუმროს შპს "თეთრი ხიდი" აშენებს.

მშენებლობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაათვალიერეს. სასტუმრო, რომელიც "ბაზისბანკის" კრედიტით შენდება, 32 ოთახზეა გათვლილი და 60-მდე სტუმარი შეუძლია ერთდროულად მიიღოს. შენობაში სტანდარტული ნომრების გარდა 5 ლუქსი იქნება.  "სასტუმროების მშენებლობის აუცილებლობა ბაზარზე შემოსულმა ახალმა ტურისტულმა წინადადებებმა გამოიწვია, მათ შორის უნდა აღინიშნოს ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობა, სადაც ათასობით უცხოელი შემოდის ყოველთვიურად", - განაცხადა ქუთაისის მერმა.