დროის მენეჯმენტი - წარმატების დასაწყისი

ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ვერ ასწრებთ საჭირო საქმეების დასრულებას? გინდათ გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ვერ ახერხებთ და შექმნილი დისკომფორტი არ გაძლევთ დასვენების და განტვირთვის საშუალებას? ესე იგი თქვენ ვერ მართავთ თქვენს ყველაზე ძვირად ღირებულ რესურსს - თქვენს დროს. რა გიშლით ამაში ხელს? - სამსახური, სოციალური ქსელი, პირადი ურთიერთობები, არაეფექტურად გადანაწილებული სამუშაო დღე. შედეგად კი - უკმაყოფილება საკუთარი საქმისა და პიროვნების მიმართ, რაც შემდგომში ახალი შესაძლებლობის გამოჩენისას პესიმიზმის საფუძველი ხდება. „მაინც ვერ მოვასწრებ, ამის დრო არ მაქვს.“  სინამდვილეში საჭიროა გააცნობიერო, რომ არ არსებობს დრო ყველაფრის გასაკეთებლად რაც გვსურს, მაგრამ არის საკმარისი დრო იმის გასაკეთებლად, რაც საჭიროა. თუ განსაზღვრული გაქვს, რისი მიღწევაც გინდა ცხოვრებაში, გარკვეული ხარ შენს მიზნებში,  მაშინ იწყებ დროის ეფექტურ დაგეგმვას. დროის მენეჯმენტი არის ცხოვრების მართვა. შენ შეგიძლია აკონტროლო მოვლენების თანმიმდევრობა, აკონტროლო, თუ რა უნდა გააკეთო შემდეგ და შენ ყოველთვის თავისუფალი ხარ არჩევანში რა გააკეთო. მთავარია, განსაზღვრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებები, რაც წარმატების გასაღებია.

პასუხი თუ რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანი უფრო წარმატებული ვიდრე სხვა, არის ის, რომ ისინი ზუსტად საზღვრავენ ცხოვრებისეულ მიზნებსა და პრიორიტეტებს და ეფექტურად მართავენ საკუთარ რესურსებს, ეფექტურად მართავენ დროს. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა შევიმუშაოთ საკუთარი თავის დისციპლინა. ვაიძულოთ საკუთარი თავი, უარი ვთქვათ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე და მავნე ჩვევებზე. ნაკლები დრო დავუთმოთ სოციალურ ქსელებს, ჟურნალ-გაზეთებს, სატელევიზიო შოუებს, წინასწარ განვსაზღვროთ მომავალი დღეების აქტივობები, გამოვყოთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები და მოვახდინოთ მათი სორტირება. დღის დასაწყისშივე დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება და არ გადავიდეთ ახალ დავალებაზე, სანამ არ დავასრულებთ პირველს. გამოვიყენოთ დროის მართვის ცნობილი მეთოდები, მაგალითად როგორიცაა ABCDE მეთოდი, პარეტოს მეთოდი. შედეგად, გაზრდით როგორც საკუთარ ეფექტურობას, ისე პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ. გახდებით უფრო ამაყები შესრულებული დავალებების გადახედვისას. ამის შემდეგ კი იზრდება თვითრწმენა და ხდებით უფრო თავდაჯერებულები და ოპტიმისტები. ახალ შემოთავაზებებში კი საფრთხეებისა და წინასწარი წარუმატებლობის გრძნობას კი არა,  ახალ შესაძლებლობებს დაინახავთ.

დაიწყეთ დროის მართვა დღეიდან და თქვენ შეცვლით ცხოვრებას, იქნებით უფრო კმაყოფილი საკუთარი პიროვნებით, გატარებული დღითა და შესრულებული საქმეებით. გახდებით უფრო წარმატებულები პირად ცხოვრებაში და საქმიანობაში.

წყარო