რუსმა ჰაკერებმა Wall Street Journal -ის მფლობელი კომპანიის სერვერები გატეხეს

გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ის მფლობელი კომპანიის - Dow Jones & Co.-ს სერვერები ჰაკერებმა გატეხეს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, კიბერთავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერები დგანან. ბოროტმოქმედებმა ფასეული ინფორმაცია მოიპოვეს, რომელიც საბირჟო ვაჭრობასა და ფინანსურ აქტივობებს ეხება. ინციდენტს აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო და ფასეული ქაღალდებისა და ბირჟების კომისია იძიებს.

Dow Jones-ში აცხადებენ, რომ 2012-2015 წლებში კომპანია ჰაკერული თავდასხმების ობიექტი არაერთხელ გახდა.