საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებას დაუჭირა მხარი

საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ კრედიტორებთან შეთანხმებული რეფორმების პაკეტი მიიღო, რომელიც პენსიების შემცირებას, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას და გარკვეული გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულ რეფორმებს 154-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მკაცრი ეკონომიის ზომებს აპროტესტებდნენ.

რეფორმების პაკეტის საპასუხოდ ათენი საერთაშორისო კრედიტორებისგან მორიგ ფინანსურ ტრანშს 2 მილიარდი ევროს ოდენობით მიიღებს.