თბილისობასთან დაკავშირებით, "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისობასთან დაკავშირებით, "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, 17 და 18 სექტემბერს, თბილისის მეტრო და საბაგირო გზა ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.

თბილისობის დღესასწაული სწორედ აღნიშნულ დღეებში გაიმართება.