გლობალური კრეატიულობის ინდექსის მიხედვით საქართველო 64-ე პოზიციაზეა

გლობალური კრეატიულობის ინდექსის მიხედვით წელს საქართველო 64-ე პოზიციაზეა.

კრეატიულობის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგს Martin prosperity Institute-ი აქვეყნებს. რეიტინგი სამი კრიტერიუმის - ტექნოლოგიების, ტალანტისა და ტოლერანტობის (3T-ს) მიხედვით შეადგინეს. კერძოდ, ყურადღება მიექცა თუ რამდენად კეთდება კვლევები, როგორ ვითარდება ინვესტიციები ქვეყანაში, ახალგაზრდების განათლება რა დონეზეა და როგორ ეპყრობიან იმიგრანტებს, ეთნიკურ უმცირესობებს და ჰომოსექსუალებს. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის კრეატიულობა ეკონომიკასთან და სოციალურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. პირველ ადგილას კრეატიულობის ინდექსის მიხედვით, ავსტრალია გავიდა. მეორე ადგილი კი აშშ-მა დაიკავა. ხუთეულში ასევე შევიდნენ ახალი ზელანდია, კანადა და დანია. რაც შეეხება კავკასიის რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი 38-ე, თურქეთი 88-ე, სომხეთი 103-ე, აზერბაიჯანი 110-ე ადგილზე გავიდა.