British Petroleum-ი და ჩინური CNPC-ი ერაყში ნავთობმოპოვებითი სამუშაოების მიზნით, სტრატეგიული ალიანსის შექმნას გეგმავენ

ბრიტანული ნავთობკომპანია British Petroleum-ი და ჩინური CNPC-ი ერაყში ნავთობმოპოვებითი სამუშაოების მიზნით, სტრატეგიული ალიანსის შექმნას გეგმავენ. შესაბამის შეთანხმებას შესაძლოა, ხელი მომავალ კვირას მოეწეროს. კომპანიები ამგვარად შეეცდებიან რეგიონში საკუთარი ინტერესების მიხედვით საქმიანობის გაფართოებას. დაგეგმილი ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს მათ თანამშრომლობას ერაყში, სადაც ერთობლივად უკვე განავითარეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსაბადო „რუმაილა“.

აღნიშნული ნავთობსაბადოდან 2014 წელს ყოველდღიურად 1,34 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის მოპოვება ხდებოდა.  ბრიტანული და ჩინური კომპანიების ახალი შეთანხმების შედეგად, BP-ის საშუალება ექნება ასევე გააფართოვოს მუშაობა ჩინეთში. თავის მხრივ, ჩინურ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა სამუშაოები ჩრდილოეთის ზღვასა და დასავლეთ აფრიკის რეგიონშიც აწარმოოს.