Apple-ი საპატენტო უფლებების დარღვევისთვის დააჯარიმეს

კომპანია Apple-ი, საპატენტო უფლებების დარღვევისთვის,  ვისკონსინის უნივერსიტეტს $234 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. ასეთი ვერდიქტი ვისკონსინის შტატის ქალაქ მადისონის ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა.

უნივერსიტეტმა Apple -ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის იანვარში შეიტანა და კომპანია 1998 წელს, უნივერსიტეტის მიერ დარეგისტრირებული პატენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ბრალდების თანახმად, Apple-მა, შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიყენა მიკროჩიპების შექმნის ტექნოლოგია, რომელიც უნივერსიტეტს ეკუთვნის. აღნიშნული ტექნოლოგია Apple-მა iPhone 6S-სა და iPhone 6S Plus-ში გამოიყენა. უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიას სალინცეზიო გარიგების წინადადებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა Apple-ი მოლაპარაკებებზე არ წამოვიდა.

ანალოგიური სარჩელი ვისკონსინის უნივერსიტეტმა 2008 წელს კომპანია Intel-ის წინააღმდეგ შეიტანა.