ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე CNN-ის ეთერში ისაუბრა

საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი იდეალური ხიდი, რაც ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიული როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, ამ ორი კონტინენტის დაკავშირებისა და დაახლოების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. "ჩვენს ქვეყანას ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა აქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რისი წყალობითაც შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უმოკლესი მარშრუტი ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.