რომელ მანქანებს იპარავენ გერმანიაში ყველაზე ხშირად

წესით, ავტომობილის მოპარვა დღეს არცისე ადვილი უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში, დღესაც ძალიან ბევრი მანქანა იკარგება.

მაგალითად, 2015 წელს გერმანიაში დღეში საშუალოდ 50 ავტომობილს იპარავდნენ, ჯამში კი, წლის განმავლობაში დაახლოებით 18 000 ავტომობილის გატაცების ფაქტი დაფიქსირდა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელ ავტომობილებს ეტანებიან გამტაცებლები ყველაზე ხშირად. სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში ყველაზე ხშირად Land Rover-ისა და Audi-ს მარკის ავტომობილებს იპარავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილის გატაცების შემთხვევები ყველაზე ხშირად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ფიქსირდება. ყველაზე იშვიათად კი მანქანებს მიუნხენში და ზოგადად ბავარიის მხარეში იპარავენ. აი, სტატისტიკაც:

გერმანიაში ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილები

ავტომობილი         შემთხვევების რაოდენობა     ზარალი საშუალოდ ერთ მანქანაზე

1. Range Rover 3.0 TD (LG)    57 400                 73 096 ევრო

2. BMW X6 Xdrive 40d            27 000                42 477 ევრო

3. Lexus RX 350                    17 200                 45 974 ევრო

4. Toyota Land Cruiser 3.0 D   13 900                 37 290 ევრო

5. Audi S5 4.2 FSI                  11 300                32 842 ევრო

6. BMW X5/X6 3.0 SD             10 000                37 948 ევრო

7. Audi RS5 4.2                      9 600                  50 841 ევრო

8. Audi S4 Avant 3.0               9 100                  29 434 ევრო

9. VW T4 Caravelle, Multivan 2.5 TDI   8 900        12 800 ევრო

10. BMW 535 D                          8 800              18 276 ევრო

წყარო: autobild.ge