მომავალი წლიდან, შესაძლოა, წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდეს

ნოდარ ხადურის ბრძანების მიხედვით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიხდის

ფინანსთა მინისტრ ნოდარ­ ხადურის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან­ ბიზნესს ახალი რეგულ­აცია დაუწესდება. უალ­კოჰოლო სასმელები ქა­რ­თულ ბაზარზე ელექ­ტრონული მარკირების­ წესს უნდა დაექვემდებაროს. სასმელებზე ნიშ­ა­ნდებას განახორციელ­ებს­ შვეიცარიული კომ­პ­­ანია "სიქპა", რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ფულს სახელმწიფ­ოს ბიუჯეტიდან მიიღებს. რამდენის გადახდა მოუწევს შემოსავლების სამსახურს უცხოური კომპანიისთვის, ფინანსთა სამ­ინისტრო არ ამხელს. აცხადებენ, რომ პროცესის დაწყების მერე გამოჩნდება, რა რაოდენობის პროდუქტი იქნება დასამარკი. "მარკი­რების საფასური დამოკიდებულია მარკირებული პროდუქციის რაოდენობაზე, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია ზუსტი თანხის დასახელება. რაც შეეხება მარკირების სისტემის დანერგვას საწარმოებში, ამას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. მნიშვნე­ლოვანია, რომ ეს ხარჯი იმაზე გაცილებით დაბალ­ია, ვიდრე შემოსავლების სამსახ­ურს თითოე­ული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის პერიოდული აუდიტორული შემოწმება უჯდება", - აცხადებს­ ფინანსთა სამინისტრო და ვერ აკონკრეტებს, რამდენია "გაცილებით ნაკლები"...

უალკოჰოლო სასმელების მა­რ­კირება წინა ხელისუფლების პრო­ექტია, რომლის საეჭვო პირ­ო­ბებზე მაშინვე საუბრობდა მედ­ია­ და შემსრულებელთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებში­ კორუფციის ნიშნებს ხედავდა. "ნაცი­ონალებმა" რეგულირების შემსრულებლად შვეიცარიული კომპანია "სიქპა" შეარჩიეს. როგ­ორც ჩანს, წინა ხელისუფლების ფავორიტ კომპანი­ასთან ნოდარ ხადურმაც ადვილად გამონახა საერთო ენა...

წინა მთავრობამ შვეიცარიული­ კომპანიის სასარგ­ებლოდ მარკირების საფასურად მაღალი გადასახ­ადი - 1 000 ბოთლზე 5,5 ევრო დააწესა. ეს იმ სამუშაოს თვითღირებულებას, რაც "სიქპას" უნდა განეხორციელებინა, 200-ჯერ აღემატებოდა. ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადუ­რმა "სიქ­პასთვის" დაპირებული მოგება ცოტა შეამცირა - 1 000 ბოთლზე 10 ლარამდე, დღგ-ს გარეშე. ამჟამად "სიქპა" 100-ჯერ მეტს მიიღ­ებს ბიუჯეტიდან, ვიდრე მას ეს დაუჯდება. რამდენს გადაიხდის ბიუჯეტი მარკირებაში, რთული დასათვლელი არ არის: შემოსავლების სამსახურის ინფ­ორმაციით, ყოვ­ელწლიურად ქა­რ­თულ ბაზარზე 500 მილიონი­ ბოთლი ადგილ­ობრივი და იმპ­ორტირებული უალკოჰოლო სა­სმელი იყიდება. მარტივად რომ ვთქვათ, ხადურის მიერ დადგენილ ფასზე­ გადამრავლებით, შემოსავლების­ სამსახურმა წელიწადში დაახლ­ოებით 6 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, მარკირების ხარჯი რომ დაფაროს.

1-ლი იანვრიდან მარკირების საფასურის გადახდა ბიზნესს მოუწევს

ნოდარ ხადურმა წინა ხელისუფლების ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ცვ­ლილებები შეიტანა და დაადგინა­: "2016 წლის 1-ელ იანვრამდე შერჩ­ეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახ­ურის მიერ, შერჩეულ პირთან­ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე", - შესწორებაში გარკვევით წერია, რომ შემოსავლების სამსახური საფასურს გადაიხდის 1-ელ იანვრ­ამდე, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში. ვინ გადაიხდის ფულს ახალი წლიდან, ხადურის ბრძანებაში­ არ ჩანს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბიუჯ­ეტი ჯერ დამტკიცებული არ არის და უწყება ვერ აკონკრეტებს, განსაზღვრულია თუ არა მომავალი­ წლის ბიუჯეტში მარკირებაში გადასახდელი თანხის ოდენობა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებს­ ახლა ადგენენ.

ცალსახაა, მინისტრმა ბრძანე­ბაში განსაზღვრა მხოლოდ 2 თვე. 2 თვის შემდეგ რეგულაციის საფასურის გადამხდელი იქნება­ ის, ვინც წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ ბრძანებაშია მითითებული - ბიზნესი. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს ახალი გადასახადი დაეკის­რება. ფაქტია, მინისტრმა ბრძანებაში დააფიქსირა დრო­ის ის მონაკვეთი, როდესაც ბიუჯეტიდან აპირებს­ გადასახადის საფასურის დაფარვას. ახალი წლიდან გადასახადს მეწარმეები გადაიხდიან. გადასახადი აისახება პროდუქციის ფასზე და მომხმარებლებისთვის წყალი გაძვირდება. გაძვირდება მტკნარი წყალი, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები.

წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდება

"ნაციონალების" მთავრო­ბ­­ის მიერ მიღებული კანონის - "არააქც­იზური საქონლის მარკ­ირების შესახებ" განმარტებით ბარათში აბსო­ლუტურად ცინიკ­ური ფრაზა, თითქოს კანონპრ­ოექტი არ იქო­ნიებს ზეგავლენას გადასახადის გადამხდელებზე­ არც გადასახადის განაკვეთების გაზრდით და არც სხვა მსგავსი­ ფინანსური შედეგით, ახალმა ხელისუფლებამ ძალაში დატოვა და ხადური სწორედ იმ კანონის­ ამოქმედ­ებას აპირებს. მის მიერ განსაზღვრული ცვლილებები მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს,­ შემდეგ კი "ნაციონა­ლების" მიერ მიღებული კანონი­ უცვლელად შევა ძალაში... შედეგის განსაზღვრა­ ძნელი არ არის: საწარმოო ხარჯების ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროდუქ­ციაზე ფასების იძულებით გაზრდასთან, რაც შეამცირებს გაყი­დვებს. შეამცირებს­ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლ­ებსაც, მომხმარებლისთვის კი ეს იქნება დამა­ტებითი ტვირთი და როგორც ყველ­ანაირი ფასების ზრდა, უკმ­აყოფილების საფუძველი გახდება. ასე რომ, ამ კანონის ამოქმე­დებიდან სულ მალე, "ზედაზენი",­ "ბორ­ჯო­მი", "ზანდუკელი", "ნაბე­ღლავი", "კოკა-კოლა", "პეპსი", "საირმე", "სნო","ლიმონათი "ნატ­ახტარი" და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმლის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად მოიმატებს.

ეკა ქავთარაძე

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"