ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ტოპ-10 (+ფოტო)

ბევრი ადამიანისთვის ავტომობილი უბრალოდ, A-დან B პუნქტამდე გადაადგილების საშუალებაა.

ზოგიერთი კი საწვავის სიძვირის, დაზღვევისა და სხვა ხარჯების გამო მის შენახვას რთულად ახერხებს. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ათეულში წარმოდგენილ ავტომობილებს ფლობენ, ეს ახდენილი ოცნებაა. “ლაქშერი” კლასში ზოგადად, ხშირად ისეთი ბრენდები მოიაზრება, როგორიცაა Mercedes, BMW, Audi და სხვები, მაგრამ ამ ბრენდებს ჩამონათვალში ვერ იპოვით იმიტომ, რომ ისინი ახლოსაც კი ვერ მივლენ 2015 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებთან (ფასის მიხედვით მაინც).

ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების რეიტინგში შესული ლამაზი და მდიდრული ავტომობილები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. ბრწყინვალე დიზაინი კი შექმნილია ისეთი ელიტური კომპანიების მიერ, რომელთა სახელებიც ზოგიერთ შემთხვევაში არაფერს გვეუბნება. ათეული ყველაზე მეტად წარმოდგენილია იტალიური ავტომობილებით - 4 მოდელით, აქვეა 2 ბრიტანული, 1 შვედური, 1 დანიური, 1 ფრანგული და ერთიც არაბული მოდელი „იტალიური სისხლით“.

ათეული არ მოიცავს აუქციონებზე სხვადასხვა დროს რეკორდულ ფასად გაყიდულ რარიტეტულ მოდლებს და მასში ასევე არ არის შეყვანილი არცერთი კონცეპტუალური მოდელი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ისინი სერიულია, მაგრამ ნამდვილად წარმოებულია ორ ან მეტ ეგზეპლარად (მაგალითად, პირველადგილოსანი ავტომობილი მხოლოდ 7 აწარმოეს, მესამე ადგილოსანი მოდელი მხოლოდ ორი, მეოთხე ადგილოსანი მხოლოდ 60 და ა.შ.)

გთავაზობთ ბრიტანული Woodstock Motors-ის მიერ წარმოდგენილ ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ათეულს.

10. McLaren P1 – 1,1 მილიონი დოლარი

9. Hennessey Venom GT – 1,1 მილიონი დოლარი

8. ძZenvo St1 – 1,2 მილიონი დოლარი

7. Ferrari La-ferrari – 1,3 მილიონი დოლარი

6. Pagani Huayra – 1,3 მილიონი დოლარი

5. Koenigsegg one:1 – 2,0 მილიონი დოლარი

4. Ferrari F60 America – 3,2 მილიონი დოლარი

3. Bugatti Veyron Vivere by Mansory – 3,4 მილიონი დოლარი

2. W motors Lykan Hypersport – 3,4 მილიონი დოლარი

1. Lamborghini Veneno – 4,0 მილიონი დოლარი

კოკა კვირკველია

იხილეთ ფოტოგალერეა