დავით სერგეენკო პენსიების გაზრდაზე: შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს

ჩვენ შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვას, გაიზრდება თუ არა 2016 წელს პენსიები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მთავრობის შტოებისა და დანაყოფების ფუნქციები სწორედ ჰქონდეს გათვითცნობიერებული.  "მე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოვადგენ, ხოლო ბიუჯეტზე საბოლოო მსჯელობა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს", - განაცხადა სერგეენკომ.