ნოდარ ხადური გიორგი ხანიშვილის პრემიას EBRD-ის ღონისძიების ორგანიზებას უკავშირებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის გიორგი ხანიშვილის პრემიას EBRD-ის ღონისძიების ორგანიზებას უკავშირებს. ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გიორგი ხანიშვილმა ერთ თვეში პრემიის სახით 17 900 ლარი აიღო. "ეს რომ უფრო ადრე გეკითხათ, ცუდი არ იქნებოდა. მომსახურების სააგენტომ არასახელმწიფო დაფინანსების სახით, ანუ სპონსორებისგან მილიონ ლარზე მეტი მოიზიდა, რომელიც EBRD-ის მოხმარდა. ეს არის სპონსორები, სხვადასხვა ბანკი, გარდა ამისა, მოზიდული იყო გამაგრილებელი სასმელები და ა.შ. ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა და ჩვენ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ ბაკნის პრეზიდენტის სამადლობელი წერილები, რომელშიც ის პირადად უსვამს ხაზს როგორც ფინანსთა მინისტრის, ისე განსაკუთრებით, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დამსახურებას ამ მიმართულებით", - განაცხადა ხადურმა.