"ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოგების გადასახადმა ინვესტირების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი"

ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოგების გადასახადმა ინვესტირების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იგეგმება თუ არა გარკვეული ცვლილებები მოგების გადასახადთან დაკავშირებით. "ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით და როცა მზად ვიქნებით, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გაგაცნობთ, არის გარკვეული მოსაზრებები, რომელთა წინასწარ გაჟღერება, ალბათ, სწორი არ არის, თუმცა ყველამ იცის, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოგების გადასახადმა ინვესტირების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ხადურმა.

მოგების გადასახადთან დაკავშირებით მთავრობა ე.წ. ესტონურ მოდელს განიხილავს. ამ მიზნით საქართველოში ესტონელი ექსპერტი იმყოფება.