"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი უსახლკაროებს შეიფარებს

ინგლისური საფეხბურთო კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-კაპიტანმა გარი ნევილმა კუთვნილი შენობა უსახლკაროებს გაზაფხულამდე დაუთმო.

"სიხარულისგან მეტირება. გარი ნამდვილი ადამიანია. მან უფლება მოგვცა შენობაში შევიდეთ და გამოვიზამთროთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, როგორც გვითხრა, სხვა სახის ფინანსურ დახმარებასაც გაგვიწევს", - განაცხადა ერთ-ერთმა უსახლკარომ.

ისტორიულ შენობაში, მოგვიანებით, გარი ნევილი კიდევ ერთ ყოფილ თანაგუნდელთან, რაიან გიგზთან ერთად მაღალი კლასის სასტუმროს გახსნის.

სასტუმროში, რომლის სახელწოდებაც ამ დროისთვის უცნობია, 35 ნომერი იქნება.