დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, მდ. დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), გაუჩერებლად გავლის რეჟიმში დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.  მათივე ცნობით, ამ დრომდე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში აკრძალული იყო.