საქართველოს მთავრობა დომინიკის თანამეგობრობას 30 000 აშშ დოლარით დაეხმარება

საქართველოს მთავრობა დომინიკის თანამეგობრობას ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად 30 000 აშშ დოლარით დაეხმარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული თანხა, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. "დომინიკის თანამეგობრობაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.