სლოვენიამ მიგრანტებისთვის საზღვარი გახსნა

სლოვენიამ მიგრანტებისთვის საზღვარი გახსნა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ხორვატია-სლოვენიის საზღვარი 5 ათასამდე ადამიანმა გადაკვეთა.  როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, სანამ ბალკანეთის ქვეყნები მიგრანტების მიღების საკითხზე მსჯელობდნენ, ათასობით ლტოლვილმა ღამე ღია ცის ქვეშ, უამინდობაში გაატარა. უფლებადამცველების თქმით, ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

კვირას სლოვენიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დღეში საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ 2 500 მიგრანტს აქვს. ხორვატია საზღვარზე დღეში 5 000-ს, ავსტრია კი 1 500 მიგრანტს ატარებს.