სუს-ის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 120 ათასი დოლარის თაღლითობით გამოძალვის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,  ომარ ხ. ერთ-ერთ ბიზნესმენს გაეცნო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ თორდია და, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მისი შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სანაცვლოდ, 120 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. "ომარ ხ. მოტყუებით დაეუფლა მის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხის ნაწილს 30 000 აშშ დოლარს, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე განმარტებით, გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.  გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.