კახა კალაძე აცხადებს, რომ "სოკარსა" და "გაზპრომს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ინფორმაციას ფლობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე "სოკარსა" და "გაზპრომს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს, - ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "სოკარსა" და "გაზპრომს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სოკარი" და "გაზპრომი" რომ თანამშრომლობს, ეს ჩვენც ვიცით. არაერთხელ ყოფილა მათი შეხვედრები. ექსპორტიორი ქვეყნებიც კი ახორციელებენ გაზის იმპორტს. აკეთებენ ხელშეკრულებებს, ეს ნორმალური პროცესია. ამასთან დაკავშირებით მე დღეს გავიგე, რომ არის გაფორმებული ხელშეკრულება გაზის იმპორტთან დაკავშირებით რუსეთიდან აზერბაიჯანში", - განაცხადა კალაძემ.