საგადასახადო ბაზის ეროზიისა და მოგების გადატანის საკითხებზე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

საგადასახადო ბაზის ეროზიისა და მოგების გატანის საკითხებზე თბილისში რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

რეგიონალურ შეხვედრაში ევროპის 15-მდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებისა და საგადასახდო ადმინისტრაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური.  როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ საკითხებს, რომელიც საგადასახადო ბაზის ეროზიისა და მოგების გადატანის პროექტის შედეგებს შეეხება, ასევე იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან რეგიონის ქვეყნები. "ვისაუბრებთ და განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც საგადასახადო პოლიტიკას, გადასახადებიდან თავის არიდებას და ჩრდილოვანი ეკონომიკის პრევენციას შეეხება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და სწორად იქნა საქართველო შერჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რეგიონალური შეხვედრა 23 ოქტომბრამდე გასტანს.