კამბოჯის დროშით მცურავი გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  კამბოჯის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის - 4 290 ლარის - გადახდაც. სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.