სექტემბერში მანქანების ექსპორტი და რეექსპორტი შემცირდა

2015 წლის სეტემბერში მანქანების ექსპორტ/რეექსპორტი მკვეთრად შემცირდა და თითქმის 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებლამდე დაეცა.

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის სექტემბერში ავტომანქანების ექსპორტ/რეექსპორტმა 1 771 ავტომობილი შეადგინა, რაც 465 ერთეულით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. წლევანდელ მაჩვენებელთან ყველაზე მიახლოებული რიცხვი 2010 წელს დაფიქსირდა. 2010 წლის სექტემბერში მანქანების ექსპორტ/რეექსპორტმა 2 614 მანქანა შეადგინა.

AUTOPAPA-ს მონაცემებით, 2011 წელს მანქანების ექსპორტ/რეექსპორტი 3 652 ერთეული იყო, 2012 წელს - 6 556, 2013 წელს - 7 305, ხოლო 2014 წელს - 3 532.

AUTOPAPA-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის სექტემბერში, ამავე წლის აგვისტოსთან შედარებით, შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც. თუ მიმდინარე წლის აგვისტოში მანქანების იმპორტის მაჩვენებელი 7 525 იყო, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5923-მდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, ავტომობილების იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წლიდან 2015 წლამდე, 2014 წელს დაფიქსირდა და 10 034 ავტომობილი შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2010 წელს იყო - 4 588.

თამარ კორკოტაშვილი