უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, კიევი მოსკოვს უკრაინული წარმოების ვაგონების ექსპორტის შეზღუდვაში ადანაშაულებს. უკრაინის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ნატალია ნიკოლსკაიას განცხადებით, 2013 წლიდან რუსეთი უკრაინიდან ვაგონების ექსპორტზე დაუსაბუთებელ შეზღუდვებს აწესებს, რაც ქვეყნის საესპორტო მაჩვენებელზე უარყოფითად აისახა.

ნიკოლსკაიას ცნობით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სარჩელს ამზადებს.