"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის სარჩელზე დღეს სასამართლო სხდომა განახლდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის სარჩელზე, დღეს სასამართლო სხდომა განახლდება. დღეს სასამართლომ უნდა მოისმინოს მხარეთა ახსნა-განმარტებები.

როგორც წინა პროცესზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, გამორიცხული არ არის დღევანდელ პროცესზე "რუსთავი 2"-ის და მისი წარმომადგენლების მხრიდან, კვლავ დადგეს შუამდგომლობები. ასევე ადვოკატმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სხდომის დასრულება და მოსამართლის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დღეს ვერ მოხერხდება. საპირისპიროს აცხადებს მოპასუხე მხარე, "რუსთავი 2"-ის ადვოკატების განმარტებით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღესვე გახდება ცნობილი. ადვოკატები ელოდებიან, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს.

პროცესის პარალელურად, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება, საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია.