ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციას შეუერთდა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციას (EPAC) შეუერთდა.

ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული კოალიცია 2015 წლის 15 სექტემბერს დაფუძნდა USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ინიციატივით. მისი მისიაა საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გზით ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშეწყობა.  მათივე ინფორმაციით, EPAC-ის მიზანია კოალიციის ყველა წევრის შეკრება საერთო იდეის გარშემო და ახალი პოლიტიკის ინიცირება, რომელიც საზოგადოებრივ მოთხოვნებს პასუხობს.  კოალიციაში გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი 38 ორგანიზაცია, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები, სავაჭრო პალატები, ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

კოალიცია აქტიურად მართავს სამუშაო შეხვედრებს წევრ კომპანიებთან, სადაც განიხილება საერთო პრიორიტეტული თემები და მუშავდება სამოქმედო გეგმა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაციის ინიციატივით, პრიორიტეტულ საკითხებში განხილულ იქნა ასოციაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში განსახორციელებელი რეფორმის პროექტის შემუშავება, რომელშიც ალიანსი მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ შეიქმნება კოალიციის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ.